საინფორმაციო კლაუზულა:
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2016 წლის 27 აპრილის 2016/679 განკარგულების მე-13 მუხლის 1-ელი აბზაცის თანახმად, რომელიც შეეხება ფიზიკური პირების დაცვას მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და ამ მონაცემების თავისუფალ მოძრაობას, აგრეთვე 95/46/WE დირექტივის გაუქმებას რომელიც წარმოადგენს ზოგად განკარგულებას მონაცემთა დაცვის შესახებ („GDPR“ ან „განკარგულება“), გაცნობებთ, რომ:
საკონტაქტო ფორმულარში მოწოდებული თქვენი პერსონალური მონაცემების ადმინისტრატორია შ. პ. ს. „AJINOMOTO Poland“ რომლის სათავო ოფისიც ვარშავაშია განლაგებული. იგი დარეგისტრირებულია ეროვნული სასამართლო რეესტრის მეწარმეთა რეესტრში, რომელიც იმართება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ძველი ვარშავის რაიონული სასამართლოს მიერ. ეროვნული სასამართლო რეესტრის XIII ეკონომიკური განყოფილება, ეროვნული სასამართლო რეესტრის სარეგისტრაციო ნომერი: 0000009630, ეროვნული ეკონომიკური რეესტრის ნომერი: 016114501, საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი: 5213039810 („კომპანია“), ტელ: +48 22 460 00 70.
შ. პ. ს. „AJINOMOTO Poland“-ის მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: odo@ajinomoto.com.pl.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება იმისთვის, რომ მომზადდეს პასუხი თქვენს მიერ გამოგზავნილ მოთხოვნაზე რომელიც ინტერნეტ-ფორმულარის გამოყენებით დაგვისვით. აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების მიზანი შ. პ. ს. „AJINOMOTO Poland“-ის პროდუქციის შესახებ კომერციული ინფორმაციის გამოგზავნა, თუკი ეს აუცილებელია მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად.
პერსონალური მონაცემების გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია, თუკი საჭირო გახდა შ. პ. ს. „AJINOMOTO Poland“-ის დასაბუთებული ინტერესების დაცვა, იმ პირობით, რომ თქვენ გაგაჩნიათ უფლება გააპროტესტოთ ამ მონაცემების დამუშავება.
თქვენ გაქვთ წვდომის უფლება თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მათი გასწორება (შესწორება, დამატება), წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა გადატანა, უფლება გაქვთ გააუქმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს ისე რომ ამან გავლენა არ მოახდინოს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე რომელიც განხორციელდა თანხმობის საფუძველზე, მის გაუქმებამდე.
პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ado@ajinomoto.com.pl.
თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ საჩივრით სამეთვალყურეო ორგანოს, რომელსაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არღვევს განკარგულების დებულებებს.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება მოთხოვნაზე პასუხის მოსამზადებლად საჭირო პერიოდის განმავლობაში, უფრო მეტხანს შეინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ვალდებულება გამომდინარეობს კანონის დებულებებიდან.
თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაიცემა ევროპის ეკონომიკური ზონის საზღვრებს გარეთ.